„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი გამარჯვებაში დარწმუნებულია.
რულოვსის თქმით, დამაჯერებელი ციფრებით გაიმარჯვა.
„სამი საათია დაწყებული, არ გვძინავს, როგორც ივანიშვილს და კვირიკაშვილს ალბათ. მე არ მძინავს მანამ, სანამ ყველა ხმა არ არის დათვლილი. აშკარად ვიგებდით, ვიღებდით კომისიის წევრებიდან დამაჯერებელი ციფრებით. თუ ჰგონიათ, რომ მეორე ტურს მოიგებენ, ძალიან ცდებიან. თუ ხარ სუსტი პრემიერი, კაცობა მაინც გეყოს, რომ ნორმალური ბრძოლა იყოს, ჩვენ წავაგეთ 2012 წელს და წავედით წყნარად, მათ არ უნდათ აღიარება“, – განაცხადა რულოვსმა.
მისივე ინფორმაციით, კორცხელში ინციდენტებია მოსალოდნელი.
„ჯიხაშკარი დაარბიეს, ახლა კოლონა მიდის კორცხელში. ალბათ მეორე კორცხელის მოწყობაც უნდათ. ისინი აწყობენ რევოლუციას და არა ჩვენ“, – აღნიშნა რულოვსმა.