ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია რამდენიმე ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი გადამწყვეტ მარცხს იგემებს.
მისი შეფასებით, ეგზიტპოლის შედეგები, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა მოსახლეობის მანდატი ვერ მიიღო. ამის თქმის საფუძველს, ბოკერიას თქმით, ამომრჩეველთა ის რაოდენობაც იძლევა, რომელმაც ეგზიტპოლის კითხვებს არ უპასუხა.
„რამდენიმე საათში ვნახავთ პირველ ოფიციალურ შედეგს და ჩვენ ვნახავთ, რომ შედეგები იქნება კიდევ უფრო კონკურენტული. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ გავუსწრებთ ბევრ ოლქში “ქართულ ოცნებას” და მოვიპოვებთ გამარჯვებას. ამისთვის, უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ათეულ ოლქში ჩვენ ვართ ფავორიტები. რაღაც ოლქებში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, თუ არა, მაშინ იქნება მეორე ტურები, სადაც გადამწყვეტ მარცხს ვაგემებთ ივანიშვილს“, – განაცხადა ბოკერიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, “ქართულ ოცნებას”- 39.9%, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” 32.72%-იანი მხარდაჭერა აქვს.