კუმისში ამ წუთებში 57-ე საარჩევნო უბანთან 200-მდე ადამიანია შეკრებილი, ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება.
ტელეკომპანია ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ იქ შეკრებილი მოქალაქეების უმრავლესობა სპორტსმენია და არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი.
შეკრებილი მოქალაქეები მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გოდერძი ჩანქსელიანს.