ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შსს: მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი, რომელიც ვითარების დასტაბილურებას ცდილობენ.
როგორც “ნაციონალური მოძრობა” აცხადებს, უბნდან ყუთის გატაცებას ცდილობდნენ უცნობ პირები.
შედეგად  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩამსხვრეულია იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული.
მომხდარში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნება“ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

იტვირთბა....