ქარელში, ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „მეტრონომს“ დაუდასტურეს.
როგორც უწყებიდან „მეტრონომს“ განუცხადეს, მოხუცი მამაკაცი საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად ერთ-ერთ უბანზე შედიოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
მამაკაცი ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი მანქანით წაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა ის საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.