“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც არჩევნების მიმდინარეობისას გამოკვეთილი დარღვევები შეაჯამა.
ტუღუშმა დიდუბის მე-14 უბანზე მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევაა.
“იკვეთება საარჩევნო კომისიის წევრების კომპეტენციის ნაკლებობა, რაც თავისთავად იწვევს კონკრეტულ დარღვევებს. ბევრი საარჩევო უბანი გაიხსნა დაგვიანებით, კომპეტენციის ნაკლებობა გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე კომპლექტდებოდა არა ამ ადამიანების პროფესიონალიზმით, არამედ პრეფერენცია მათ პოლიტიკურ სიმპათიებს მიეცა, დაკომპლექტდა ქართული ოცნების პრეფერენციების მიხედვით. ასევე რამდენიმე უბანზე, დედოფლისწყაროსა და ფოთში არ დაუშვეს ჩვენი დამკვირვებლები”.- განაცხადა ტუღუშმა.