ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე, იფიქრებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის დაყენებაზე, უპასუხა:
“მე ბევრ რამეზე ვფიქრობ”.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მიესალმება, თუკი ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.