ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული პირის დასაკავებლად ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული პირის დასაკავებლად ინტენსიური ღონისძიებები   მიმდინარეობს:

“ბოლო დღეების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობდნენ, თქვენ იხილეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს კონკრეტული პიროვნების ბრალეულობას და სავარაუდოდ, სწორედ ის არის მონაწილე ამ დანაშაულში. ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები მისი დაკავებისთვის, მიმდინარეობს ასევე ძებნის ოპერაცია, ასე, რომ საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ახლო მომავალში”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნა.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....