ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთში დარღვევები ფიქსირდება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თმით, “ქართული ოცნების” აგიტატორები საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებიან და ამომრჩეველის პირად მონაცემებს იწერენ, ასევე ინფორმაციას, თუ ვის სასარგებლოდ დააფიქსირეს მოქალაქეებმა არჩევანი.
გარდა ამისა, სხვა პოლიტიკური ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ნინოწმინდის რაიონის სამ სოფელში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.
კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ სოფელ ოროჯალაში ღია წესით მიმდინარეობს კენჭისყრა, ასევე სოფელ ეშტიაში ე.წ.” კარუსელის” ფაქტები ფიქსირდება.