„ხმა მივეცი ლეიბორისტულ პარტიას, რომელსაც ერთხელ უნდა ენდოს ხალხი და რომელიც ქვეყანას ამ სიბნელიდან გამოიყვანს“- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ ტელევიზიები გაყალბებულ ეგზიტპოლებს გამოაცხადებენ, რომელსაც ხალხი არ უნდა ენდოს.
„საღამოს, 8 საათზე ტელევიზიები გამოაცხადებენ გაყალბებულ ეგზიტპოლებს, არ დაუჯეროთ, ის შეკვეთილია და ფული გადახდილია. დაველოდოთ ნამდვილი ოქმების დათვლის შედეგებს. იმისათვის, რომ არჩევნები გამოვიდეს ისტორიული, საჭიროა ხალხის მასობრივი აქტიურობა“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო უბანზე.
დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.