შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხმის საარჩევნო უბანზე მიცემის შემდეგ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა:
“ყოველ საათში ირკვევა ახალი დეტალები. შევიკავებ კომენტარისგან თავს. დაკავებულები მიმალვაში იმყოფებიან. საგამოძიებო პროცედურები გრძელდება და ყველაფერს უახლოეს მომავალში გაიგებთ. ისეთი მტკიცებულებები გვაქვს, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა… ამ ეტაპზე ბევრი რამ ცნობილია, თუმცა თავს შევიკავებ გამჟღავნებისგან…”, – განაცხადა შს მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით სპეცოპერაცია რამდენიმე უბანში მიმდინარეობდა.