ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმის საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს

ბათუმში 69-ე ოლქის #1 უბანზე არეულობა მოხდა. საარჩევნო პროცესში პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.  როგორც უბნის თავმჯდომარე მაია ბლადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს, რის გამოც პატრული გამოიძახა:

“დილით, 8:00 საათზე პროცედურების დაცვით გავხსენით უბანი. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ფსიქოლოგიური ზეწოლას ახდენდა, ჩხუბით, ყვირილით ცდილობდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. კომისიის საქმიანობაში ერეოდა და ხელს უშლიდა იმ პროცედურებს, რაც წინ გველოდებოდა. საათნახევარი გრძელდებოდა ეს და ბოლოს ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ამომრჩევლებზეც ახდენდა უკვე გავლენას და გამოვიძახე პოლიცია”, – აღნიშნა მაია ბლადაძემ.

“ნაციონალური მოძრაობა” ამ ბრალდებას უარყოფს და საკითხთან დაკავშირებით ოფისში ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

იტვირთბა....