ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკოს პირველი ბრიფინგი: საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათიდან გაიხსნა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი  უკვე გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს;

 

“ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ იქ, სადაც მხოლოდ პარლამენტის არჩევნები ტარდება, ისინი მიიღებენ 2 ბიულეტენს – ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს- მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენის გარდა, ასევე მიიღებენ 2 ბიულეტენს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის – ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს – მაჟორიტარული არჩევნებისთვის. ასევე, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ დამატებით თითო ბიულეტენს. გარდა ამისა, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ამომრჩევლები მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნებში. შესაბამისად, ისინი მიიღებენ თითო, პროპორციული არჩევნების ბიულეტენს“, -განაცხადა ანა მიქელაძემ.

იტვირთბა....