,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დილის 08:00-ზე საკუთარი არჩევანი პირველმა გააკეთა. მისი განცხადებით, დღევანდელმა დღემ მშვიდ ვითარებაში უნდა ჩაიაროს:
„დღევანდელმა დღემ უნდა ჩაიაროს მშვიდად, მშვიდად უნდა ჩამოვართვათ ივანიშვილს ხელისუფლება და დავიწყოთ სწრაფად და ენერგიულად იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ამ ჭაობიდან ამოიყვანს. ჩვენი ამოცანაა, რომ არ მივცეთ მას საშუალება რომ რაიმე კიდევ არიოს, კიდევ რაიმე ზიანი მოგვაყენოს,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.