შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში იმყოფებოდა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც მან აღნიშნა, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. ამ ეტაპზე კი, სავარაუდოდ დამნაშავის ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.
„სამი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურისა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ, თითქმის უწყვეტ რეჟიმში კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდებოდა, რის შედეგადაც, დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირი დადგენილია. ამჟამად, საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს აკავებენ, რომელიც დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ფიგურირებდა.
აღნიშნული პიროვნება სავარაუდოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დარჩო ხეჩუაშვილია.