ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფრანსუა ოლანდი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჰილარი კლინტონს უჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჰილარი კლინტონს უჭერს. მისი გამარჯვების შესახებ იმედი,   სააგენტო Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პირველმა პირმა პარიზში სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა:

“არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ეს ჰილარი კლინტონი იქნება”, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც საპრეზიდენტო არჩევნბზე ხმას აშშ-ის ყოფილ სახელწმიფო მდივან ჰილარი კლინტონს აძლევს.

შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

იტვირთბა....