ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის დღეს დილით გარდაიცვალა.

როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  საქმე თავდაპირველად სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ავტომობილის, სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, თუმცა მამაკაცის გარდაცვალების გამო საქმე გადაკვალიფიცირდება

იტვირთბა....