„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების აღიარებისთვის მზად არის“, – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნები მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდება, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც არჩევნების შედეგებს ყოველთვის აღიარებდა, მათ შორის დამარცხების შემთხვევაში.
„2012 წელს ჩვენ დავმარცხდით, ვაღიარეთ ეს და გადავედით ოპოზიციაში. ახლა ”ქართული ოცნების” ჯერია – უნდა აღიაროს დამარცხება. ჩვენ მზად ვართ გამარჯევებისთვის, მაგრამ არჩევნების შედეგებს ”ნაცონალური მოძრაობა” ყოველთვის აღიარებდა”, – განაცხადა ბაქრაძემ.