ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლში გუშინ მომხდარი აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთი პოლიციამ სტამბოლში გუშინ მომხდარი აფეთქების მოწყობაში  ეჭვმიტანილი დააკავეს. ბრალდებული “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მებრძოლია. ინფორმაციას  Reuters-ი თურქულ სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქებასთან დაკავშირებით სულ ექვსი ადამიანია დაკავებული.

 

შეგახსენებთ, რომ აფეთქება სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე იენიბოსნას რაიონში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. გამოძიების ცნობით, აფეთქდა დანაღმული მოტოციკლი. ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....