ცენტრალური საარჩევნოს კომისიის შენობასთან დიდუბის ოლქში დამოუკიდებელმა დეპუტატობის კანდიდატმა დავით ფერაძემ შიმშილობა დაიწყო.
დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ პედაგოგებზე მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.
მისი თქმით, შანტაჟი დიდუბის ოლქის საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და ამომრჩეველზეც ხდება. ასევე, მუქარის ფაქტები როგორც თავად ამბობს, მასთან მიმართებაშიც დაფიქსირდა.