Samsung Galaxy Note 7-ის ახალი ვერსია კვლავ აალდა. შემთხვევა ავიაკომპანია Southwest Airlines-ის თვითმფრინავში მოხდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მგზავრის ევაკუაცია აალებული ტელეფონის გამო თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.
„ამ დროისთვის ჩვენ ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ, რომ სმარტფონზე წვდომა მოვიპოვოთ და აალების მიზეზი დავადგინოთ“- ნათქვამია Samsung-ის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Samsung-მა რამდენიმე აალების გამო, ბაზარზე აგვისტოში გამოსული სმარტფონის გაყიდვა 2 სექტემბერს შეაჩერა.