„თავისუფალი დემოკრატების“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაჟა ბექაურმა საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ წევრის გოდერძი ჩანქსელიანის სასარგებლოდ მოხსნა.
განცხადება თეთრიწყაროს „ქართული ოცნების“ შტაბში დღეს გაკეთდა.
როგორც ვაჟა ბექაურმა განაცხადა, ხსნის თავის კანდიდატურას გოდერძი ჩანქსელიანის სასარგებლოდ და უერთდება თავისი გუნდით „ქართულ ოცნებას“.