ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

სასამართლომ 5 ტელეკომპანია დააჯარიმა

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო სასამართლომ 5 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (GNCC) აცხადებენ, დაჯარიმდნენ შემდეგი ტელევიზიები:“რუსთავი 2”, “ტაბულა”, “თრიალეთი” და “არგო”. თითოეულ მათგანს 1500 ლარის გადახდა მოუწევს, ქუთაისის ადგილობრივ ტელევიზია “რიონს” სასამართლომ წერილობით გაფრთხილება მისცა.

GNCC-ის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაუგზავნეს.

საუბარია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „GFK“-ს (23.08.2016) და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GMP“-ის (03.09.2016) მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.

 

იტვირთბა....