ამერიკის შტატ ორეგონის ქალაქ ბივერტონში სროლის შედეგად ორი ბავშვი და ერთი მამაკაცი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას abcnews-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრინეის რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში სამი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
პოლიციის ცნობით, მსხვერპლთა შორის ერთი მამაკაცი, 6 წლის ბიჭი და 8 წლის გოგოა. მათი ცხედრები გარდაცვლილის ნათესავმა იპოვა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.