“ფეისბუქმა” მესენჯერში დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია აამოქმედა. „საიდუმლო საუბრის“ (Secret Conversation) ფუნქციით, მომხმარებელს შეუძლია, მიუთითოს დრო, რომლის განმავლობაშიც ადრესატი გაგზავნილი შეტყობინების ნახვას შეძლებს. მითითებული დროის ამოწურვის შემდეგ, ტექსტი გაქრება და მიუწვდომელი გახდება.
“ფეისბუქის” ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებელთა მოთხოვნით დაამატეს, რომელთა ნაწილს დამატებითი დაცვა სურდა.