ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გვაქვს თუ არა საქმე პროფესიონალებთან: 50 გრამი ტროტილი დახურულ სივრცეში თარგამაძის მანქანაში

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო სამმართველოს ყოფილი უფროსი, თადარიგის პოლკოვნიკი ჯანო გაგოშიძე „რადიო თავისუფლებამ“  ჩაწერა.

გაგოშიძის განცხადებით, ჩანს, რომ აფეთქება პროფესიონალის მიერ არის მოწყობილი:

“სავარაუდოდ წინასწარ არის გათვლილი მუხტი, რომელიც იყო ჩადებული აუცილებლად საბარგულში და მიმართული იყო უკანა მხარეს. მართული ნაღმი იქნა გამოყენებული, რა ტიპის,  ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია, შეიძლება თვითნაკეთიც იყო. მცირე მუხტი იყო  გამოყენებული, რადგან ისეთ ადგილზე, სადაც ეს მოხდა იმ დროს, როგორც ამბობენ ბევრი ხალხი იყო, თუმცა ცოტა ადამიანი დაშავდა. ასე რომ, ცოტა მუხტი იყო ჩადებული. ამას არ შეეძლო, ადამიანებში მსხვერპლი გამოეწვია, რამდენადაც, როგორც ჩანს, დახურულ სივრცეში 50 გრამი ტროტილის გამოყენება მოხდა, რომელსაც მიმართულება გარეთა მხარეს  ჰქონდა”, – ამბობს ჯონი გაგოშიძე.

გაგოშიძის განცხადებით,  როგორც  სურათზე ჩანს, მანქანის უკანა მხარე არის ფაქტობრივად დაშლილი:

“გამომდინარე აქედან,  ისხდნენ თუ არა მანქანაში, ეს კიდევ საკითხავია. დაზიანდნენ ძირითადად ის ადამიანები, ვინც გარეთ იყო. დღეს ამ მიმართულებით ისეა განვითარებული შეიარაღება, რომ მაგალითად ჩვენ კანდაში გვაჩვენეს მაგიდასთან მსხდომი ადამიანები, სადაც ისეთი მუხტით მოახერხეს აფეთქება, რომ მხოლოდ ერთი თეფში გადატრიალდა. გამოთვლა მაგისი შეიძლება,  თუ ამის დრო და საშუალება გააჩნია პროფესიონალს, ვინც ამას აკეთებს. იმდენი ტიპის ნაღმი არსებობს, რომ წინასწარ იმის თქმა, რა ტიპის ნაღმი იქნა გამოყენებული,  ძალიან ძნელია. თვითონ თარგამაძემ თქვა, რომ გამოყენებული იქნა დისტანციური მართვის პუნქტი”, – აღნიშნა ჯონი გაგოშიძემ.

იტვირთბა....