https://www.youtube.com/watch?v=cn4pUh4Ny3A
“ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გადაცემა “არჩევანში”, სერიოზული დაპირისპირება მოხდა. “ოცნების” ლიდერმა კახი კალაძემ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს თეა ადეიშვილს ჩვეულებრივი ზონდერი უწოდა. მისი თქმით, ასეთი ეპითეტი მან იმიტომ იხმარა მის მიმართ, რომ ჟურნალისტმა იხმარა ტერმინი “ყიყინი”.
“შეხედეთ, რას დაემსგავსეთ, ჩაიხედეთ სარკეში” – უთხრა კალაძემ ადეიშვილს.
“ვიცი რომ არ მოგწონვარ, რა ვქნა, რომ შენი ცოლივით ლამაზი არ ვარ” – უპასუხა ადეიშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერს.
შეგახსენებთ, გუშინ, გიორგი გაბუნიას გადაცემა “არჩევანში” სერიოზული დაპირისპირება მოხდა ჟურნალისტებსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის.