ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ჩემი იურისტი დაუკავშირდება ვისაც საჭიროა”: აქციაზე ჩარკვიანის სიმღერის გაჟღერების გამო ქეთათო იურისტს მიმართავს

„ნაცმოძრაობის“ აქციაზე სააკაშვილი ოდესიდან ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის „მე შენთან მოვალ“ ფონზე ჩაერთო.
როგორც გაირკვა, სიმღერა, რომელსაც ყოფილმა პრეზიდენტმა სიმბოლური უწოდა, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლესთან – ქეთათოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც ქეთათომ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, იგი საავტორო უფლებებს საკუთარ იურისტთან ერთად დაიცავს.
„არ ყოფილა შეთანხმებული. თქვენგან გავიგე. დავუკავშირდები ჩემს იურისტს. ყველასთან ვიცავ ჩემს საავტორო უფლებას და იქ, სადაც გაშვებულია სიმღერა, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა შედგეს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ჩემი იურისტი დაუკავშირდება მას, ვისაც საჭიროა“, – აღნიშნა ქეთათომ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქცია თბილისში, „ვარდების მოედანზე“ დასრულდა. „ნაციონალების“ მხარდამჭერებმა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს.

წყარო: კვირა

იტვირთბა....