ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვლევის შედეგები: რომელია თბილისში ყველაზე ხმაურიანი ადგილი

 

გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში ყველაზე ხმაურიანი ადგილი მეტროსადგურ “300 არაგველთან” ფიქსირდება, რომლის მონაცემები დასაშვებ ნორმას მაქსიმალურად აღემატება. ინფორმაციას ​გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ასევე, ხმაურიანი ადგილია მეტროსადგური “სადგურის მოედანი”.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებული კვლევის თანახმად, ხმაურის მაქსიმალური დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება, ასევე, თბილისის მეტროსადგურებთან: “ახმეტელის თეატრი“, „სარაჯიშვილი“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, აბანოთუბანში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ და წყნეთში „სმარტთან“.

იტვირთბა....