ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნება”, “ნაცმოძრაობა”, “თავისუფალი დემოკრატები”: მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

ტელეკომპანია „იმედი“ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა „იმედის“ დაკვეთით, JPM Strategic Solutions-მა ჩაატარა.
კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 36 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 13%, „თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3%, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 2% , „გაერთიანებული დემორკატიული მოძრაობა“ – 2 %, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ან პასუხზე უარს აცხადებს – 36 %.
2_caf03
კვლევა 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 2 000-მდე ადამიანი გამოიკითხა.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედმა“ 29 სექტემბერსაც გაავრცელა. კვლევის მაშინდელი შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 32,7% „ქართულ ოცნებას“, ხოლო 12,8% „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა მხარს.

იტვირთბა....