ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჯანდაცვა

პრეზიდენტმა მანქანის აფეთქებისას დაშავებულები მოინახულა

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, 5 ოქტომბერს, კლინიკაში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები ლალი კიკნაძე და დავით კუხალაშვილი მოინახულა.

“ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა. მადლობა გადავუხადე პერსონალს, რომ ასე ყურადღებით მკურნალობენ დაშავებულებს,”-განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, საღამოს, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათგან ერთ-ერთს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

იტვირთბა....