“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე რჩება, სადაც ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათ მუშაობა თითქმის დაასრულეს. ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები, სავარაუდოდ, თითის ანაბეჭდებს იღებენ აფეთქებული ავტომობილიდან.
აფეთქების ადგილიდან ევაკუატორით სამარშუტო ტაქსები და ავტომობილები გადაიყვანეს, რომელიც ორბელიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ დაზიანდა.
პიროვნებამ, რომელმაც მომხდარის შესახებ 112-ში პირველმა დარეკა “რუსთავი 2”-თან საუბრისას აცხადებს, რომ პოლიცია ორბელიანის ქუჩაზე, დაახლოებით, 15 წუთის შემდეგ მივიდა.