“ტვ პირველის” ეთერში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრემიერმა კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შემკვეთად სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი იგულისხმა:
„პრემიერს ცხადია მეტი ინფორმაცია აქვს. ჩემი აზრით და ჩემი პოლიტიკური შეფასებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ შეეგუა იმას, რომ არჩევნებს წააგებენ. მათ შანსი არ აქვთ, ამიტომ ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციით ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გაატარონ, ან -გაიქცნენ. “-განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემერის განცხადებით, თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან კავშირში მყოფ პირს უცხო ქვეყნის მოქალაქეობაც ვერ დაიცავს.