სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ბინის პირველი სართული დაიწვა. სახლში მყოფი ორი მოხუცი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 80 კვადრატულ მეტრ ფართობზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა და ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შს სამინისტრო ადგენს.