https://www.youtube.com/watch?v=mLwAwFu8moc
ილტოს აღკვეთილში ფოტომახემ დათვი დააფიქსირა. შესაბამის ვიდეოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
ფოტოხაფანგმა დათვი მიმდინარე წლის 25 მაისსაც დააფიქსირა. ილტოს აღკვეთილი 2003 წლის 22 აპრილს შეიქმნა და ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ილტოს მდებარეობს. აღკვეთილი შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.
მისი მიზანია წიფლის ტყეებისა და ძვირფასი ჯიშების: უთხოვრის, მაღალმთის ბოყვის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფნის კორომებისა და ამ ტყისათვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენა. აღკვეთილის საერთო ფართობია 6963 ჰა. იგი მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს.