ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ექსპერტის წინასწარი პროგნოზი: „არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა ვინმე თავისიანი მოკლას“

 

“ნაციონალების” ლიდერებისგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უნდა ველოდოთ. თუმცა, არჩევნების შემდეგ სიტუაციის დაძაბვა მათთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს, რადგან შესაძლოა, ხალხმა ისინი ლინჩის წესით გაასამართლოს. არც ის არის გამორიცხული, სააკაშვილმა დესტაბილიზაციის მოსაწყობად ვინმე თავისიანი მოკლას.“ – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალტრასთან” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში იოსებ ზაალიშვილი საუბრობდა, რომლის ინტერვიუც 2 ოქტომბერს დაიბეჭდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

გივი თარგამაძემ კონტუზია მიიღო.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

 

იტვირთბა....