კოლმეურნეობის მოედანზე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაშავებულების რიცხვი, გავრცელებული ინფორმაციით, 5-მდე გაიზარდა.
კურიერის ინფორმაციით, ორი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული. მათ შორის ერთ-ერთის, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მდგომარეობა მძიმეა. მეორე დაშავებულს კი ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.