ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ვინ მოაწყო გივი თარგამაძის აფეთქება: სოცქსელში აზრთა სხვადასხვაობაა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშავებულის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა. კოლმეურნეობის მოედანზე, „პირიმზესთან“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.
დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ავტომანქანაში გივი თარგამაძე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ხუთი ადამიანი.

აფეთქების ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილიც იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო. ამირანაშვილის თქმით, ამ დროისთვის ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო ღონისძიება და შსს მაქსიმალურად გააკეთებს ყველაფერს საქმის დროული გამოძიებისთვის.
ამ დროისთვის „პირიმზის“ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები, ექსპერტ-კრიმინალისტები. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.

targamadze%e1%83%92%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98afetqebaa

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა უკვე გააკეთეს პირველი კომენტარები გივი თარგამაძის აფეთქებასთან დაკავშირებით. დავით ბაქრაძის თქმით, ეს ფაქტიც საკმარისია იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დასრულდეს 8 ოქტომბერს.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის იმ ხელისუფლების სტილი, რომელიც 8 ოქტომბერს არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვადასხვაგვარი კომენტარები. ნაწილი აცხადებს, რომ ეს ფაქტი საკმარისია “ქართული ოცნების” ნამდვილი სახის წარმოსაჩენად. თუმცა, გარკვეული ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” აფეთქება თავად მოაწყო.

იტვირთბა....