https://www.youtube.com/watch?v=QQvqr3otei0
სოფელ ტბეთში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ადგილზე რჩებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
საქმის მასალების მიხედვით, გარდაცვლილის ახლობლებმა ბრალდებულების მშობლების სახლი დაწვეს. აქედან გამომდინარე, სოფელში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რჩებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის ოჯახის წევრები ამ დროისთვის სოფელში აღარ იმყოფებიან. მომხდარის სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით, ადგილობრივები განმარტავენ, რომ 32 წლის მალხაზ პაქსაძეს, გუშინ დაესხნენ თავს მისივე მეზობლები და როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, მას დაახლოებით, 20 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ასევე მის მეუღლესაც.