საქართველო თანამედროვე სტანდარტების ასინქრონულძრავიანი ელმავლების წარმოებას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართვეოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთობლივი საწარმოს-სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ქარხნის მშენებლობაზე “საქართველოს რკინიგზასა” და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის წინარე ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.
ერთობლივი საწარმო, დაფუძნებულია ჩინური მხრიდან CRRC-ის, ხოლო ქართული მხრიდან -BMI Partners და AS Group 1990 ის მიერ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და დასაქმდება ათასამდე ადამიანი. ღონისძიება გაიმართება რესტორან “ფუნიკულიორის” წვეულებათა დარბაზში.