ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან მექორწილეების ავტომანქანები ერთდროულად გაქურდეს

 

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან რამდენიმე ავტომობილი ერთდროულად გაქურდეს. ბაღთან შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ახლადდაქორწინებულები სტუმრებთან ერთად, ფოტოსესიაზე იმყოფებოდნენ.

“ბოტანიკურ ბაღში ფოტოების გადასაღებად მანამ მიდიან, სანამ საქორწილო დარბაზებში წავლენ. როგორც ამბობენ, ქურდობა პროფესიონალის მიერაა ჩადენილი, რადგან გამოუცდელი რამდენიმე მანქანას ასე ერთდროულად და მოკლე დროში ვერ გაქურდავდა,” – განაცხადეს Topnews.com.ge-სთან საუბარში ბოტანიკური ბაღის მახლობლად მაცხოვრებლებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

იტვირთბა....