თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზი სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებით არის გამოწვეული და პრობლემის აღმოფხვრისთანავე მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.