ახალი ამბები მედია მთავარი

“რუსთავი 2”-ის შენობაში დღეს სპეცოპერაცია ანონსდება

 

“რუსთავი 2”-ის შენობაში დღეს ან ხვალ სპეცოპერაციის ჩატარებას აანონსებს ჟურნალისტი ელისო კილაძე. “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ამბობს, რომ ამის მიზეზი არსებული რამდენიმე კადრი იქნება, სადაც ტელევიზიიდან გათავისუფლებული ერთ-ერთი თანამშრომელი ტელეკომპანიის შენობასთან ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენს.

“საქმე ეხება ყოფილ თანამშრომელს, რომელიც “რუსთავი 2”-დან არის გაშვებული და არსებობს რამდენიმე ვიდეო კადრი, როცა ის ეწევა ნარკოტიკების რეალიზაცია “რუსთავი2“-ის ეზოს გარეთ. იგეგმება, რომ ეს ფაქტი დაფიქსირდეს და გადაღებული იქნას „რუსთავი 2“-ის ეზოში ან შენობაში და შემდეგ ოპერატიული ინფორმაციისა და აღიარებითი ჩვენებების საფუძველზე, ამ პიროვნების, რომელიც თანამშრომლობს სუს-თან, მოხდეს სპეც ოპერაცია “რუსთავი 2”-ის შენობაში ნარკოტიკების რეალიზატორების დაკავება და “რუსთავი 2″-ის მარგინალიზაცია,” – აცხადებს ელისო კილაძე.

იტვირთბა....