შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის, ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 284-ე და 159-ე მუხლებით)”-ნათქვამია განცხადებაში.