სოფელ მეჯვრისხევისა და ახალუბნის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლექსო ბუჯიაშვილი, სოფლის გამგებელმა გიორგი ტატიაშვილმა დაჭრა, – ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ.
„პირველ რადიოს“ პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვს“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედეა აბაშიძემ მიაწოდა და განაცხადა, რომ დაჭრის ფაქტი გასულ ღამეს მოხდა.
აბაშიძის ცნობით, გამგებელმა ტატიაშვილმა ბუჯიაშვილთან ერთად დანით ჭრილობები მის თანმხლებ პირსაც მიაყენა. აბაშიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს შსს არ ახმაურებს. „მეტრონომი“ შსს-ს დაუკავშირდა, რომელიც ამ მომენტისთვისაც ინფორმაციას ამოწმებს. უწყებაში დაგვპირდნენ, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან. „მეტრონომი“ უწყების ოფიციალურ განცხადებას მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.