ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი: რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდება

მომავალ წელს დაფინანსება რამდენიმე სამინისტროს შეუმცირდება. კერძოდ, დაფინანსება შეუმცირდება: სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ფინანსთა, სასჯელაღსრულების, იუსტიციის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, – ამის შესახებ ნათქვამია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში.

 

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უცვლელი რჩება ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატების ბიუჯეტები.

 

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია.

იტვირთბა....