ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რა შესთავაზა შალვა რამიშვილმა და რა მასალები მიუტანა ნიკა გვარამიას ტელევიზიაში?

„რუსთავი 2“-ს  გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შალვა რამიშვილმა „ქრონიკა +“-ის რედაქტორი მიუგზავნა, ელისო კილაძე, რომ მისთვის „ქართულ ოცნებასა“ და ირაკლი რუხაძეზე გადაეცა მასალები.

„ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე გვარამიას ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ადასტურებს:

„ვადასტურებ ნიკა გვარამიას განცხადებას:
შალვა რამიშვილმა ნამდვილად დამირეკა, იყო მოსული “ქრონიკა+”-ის ოფისში გუდაურის ქუჩაზე და მთხოვა ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია, რომ მისთვის გადაეცა მასალები “ქართულ ოცნებაზე” და ირაკლი რუხაძეზე.( მათ შორის აუდიო და ვიდეო მასალები )
სხვა დეტალებზე ოთხ საათზე მოგიყვებით “ქრონიკა+”-ის ოფისში.“ – წერს კილაძე.

იტვირთბა....