ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა ქნას იმ უკრაინელმა კაცმა, წასასვლელი არსად აქვს”

რა ქნას იმ უკრაინელმა კაცმა, წასასვლელი არსად აქვს”,- ამის შესახებ  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც მცხეთა-მთიანეთში, რეგიონალურ მედიას ხვდება:

რა ქნას იმ უკრაინელმა კაცმა, წასასვლელი არსად აქვს. როგორც მე ვიცი ეუბნებიან – როგორც კი არჩევნები დასრულდება წავიდეს ამ ქვეყნიდან. რა ინფორმაციაც მე მაქვს… ჩვენთან ძებნაშია ეს კაცი. გასასვლელი არ აქვს და ხავსს ეჭიდება. მოვუწოდებდი კანონს დაემორჩილოს. 99% გარწმუნებთ, იდეალური საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, არ ინერვიულოთ… მათ რესურსი არ აქვთ. მაქსიმუმ ვინმე გალახონ, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენონ და ამაზეც აგებენ პასუხს…”, განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, არჩევნებზე მეორე ტური იქნება:

” სულ ვამბობდი, მეორე ტურები იქნება ბევრი და “რუსთავი 2”-მა ააგორა, აი, როგორც იქნა თქვაო. დიახ, მე ვთქვი, რადგან უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ბარიერი სწორედ “ქართულმა ოცნებამ” აწია. მეორე ტურებს ხატავენ ტრაგიკულად. ძალიან კარგია, რომ ასე იქნება. დამატებით გამოცდილებას მივიღებთ. მეორე ტურს ნუ აკნინებენ. ნაციონალების საშუალო რაოდენობა იქნება 10 დეპუტატი. მაჟორიტარს ისინი ვერსად მოიგებენ. ვერც ზუგდიდში მოიგებს ის ქალბატონი… მათ აგონიაში მყოფ შეცდომებს თუ გავიხსენებთ, ჩემი აზრით გაჩნდა შანსი, რომ მეორე ადგილზე “თავისუფალი დემოკრატები” გავიდნენ…”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....