ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

შალვა რამიშვილმა სკანდალური დოკუმენტები გახსნა: ენმ 12 %, “ქართული ოცნება”-25 %

 

შალვა რამიშვილმა დაანონსებული დოკუმენტები, რომელიც ნოტარიუსთან იყო დალუქული, ჟურნალისტების თანდასწრებით გახსნა. GFK-ს კვლევის მონაცემების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 12,5 პროცენტი აქვს და არა 26 პროცენტი, როგორც ეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კი ნოტარიუსთან დალუქული და“რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა და 25,4 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემები, ნოტარიუს ნინო ხოფერიასთან და შალვა რამიშვილტან ერთად  დღეს ჟურნალისტების თანდასწრებით გაიხსნა.

როგორც შალვა რამიშვილმა აღნიშნა, ის აპირებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისვლას, სადაც შეიტანს განცხადებას.

„კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შევიტან განცხადებას, რომ მოახდინონ რეაგირება. არსებობს მეორე ნოტარიუსთან ნანა ბაკურაძესთან შენახული „ფლეშ“ მეხსიერების ბარათი, სადაც არის ველი კვლევის. ამასაც გადავცემთ კომპეტენტურ პირებს, უნდა დამთავრდეს ინსინუაციები კვლევებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  რამიშვილის განცხადებით, “თავისუფალი ზონის” ყოფილ წევრ ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია “რუსთავი 2” და კომპანია GFK.

შალვა რამიშვილმა და “თავისუფალი ზონის” ყოფილმა წევრმა, ბესო კალაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ითქვა, რომ ბესო კალაძეს ხელში ჩაუვარდა ორი დოკუმენტი, კვლევის ის მონაცემები, რომელიც მაშინ ჯერ არავინ არ იცოდა “ბისიჯისა” და GFK-ს გარდა, ხოლო მეორე იყო რეალურად დათვლილი მონაცემები.

იტვირთბა....