ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად ივანიშვილი მცხეთა-მთიანეთში ჟურნალისტებს ხვდება.
ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე :
“შემიძლია თამამად გითხრათ, კორცხელიც მათი მოწყობილია. სანდრა რულოვსი ზღაპრებს ყვება, რომ მისი მეუღლე აღარ იძალადებს. ია მეტრეველს ვუთანაგრძნობ. ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. ჭორებს რომ ავრცელებენ ჩემზე, გარბისო, ამით შეურაცხყოფა უნდა მომაყენონ. ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კარგად აჩვენეს, როგორ ექცეოდნენ ოპოზიციას. გოგა ხაინდრავას ფილმში შემსუბუქებულია ფაქტები. ოჯახებს უფრო არ დაუმძიმეს ყოფა… როგორ კლავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს სინამდვილეში. ჩვენ კარგად ვიცოდით, რაც ხდებოდა. აწამებდნენ იმიტომ, რომ გაეგოთ, ციხეში თუ შეხვიდოდი, ცოცხალი ვერ გამოხვიდოდი და ამით ცდილობდნენ საზოგადოების დამორჩილებას. ეს იყო ტოტალური მეთოდი. ჯერ ამაზე გააკეთონ განმარტებები. ამაზე უარს იტყვიან? 100 მილიონზე მეტი მოვითვალეთ, მარტო პირად კადრებზე რაც ჰქონდათ დახარჯული. მათი გადაღებული კადრებიდან მხოლოდ ერთი გაავრცელა გელა ხვედელიძემ. ეს შეცდომა ვერ ვაპატიეთ და გავწირეთ…”, – განაცხადა ივანიშვილმა.